ADMN - საბუღალტრო მომსახურება

ADMN - საბუღალტრო მომსახურება

Share

პროფესიონალური ბუღალტრული სერვისები - დროულად , სწრაფად და თქვენს საჭიროებებზე მორგებული

საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი 29/09/2025

დამტკიცდა მეთოდური მითითება „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“

საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი

28/08/2025

მოგების გადასახადის გადამხდელია:
რეზიდენტი საწარმო;
არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
განაწილებული მოგება;
გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
სსკ-ით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.

www.rs.ge - შეხვედრების სივრცე 22/08/2025

მიმდინარე წლის 26 აგვისტოს 14:00 საათზე, ონლაინ ფორმატში, დაინტერესებული პირებისთვის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის წესთან დაკავშირებული ცვლილების მიმოხილვის მიზნით, რომელიც განხორციელდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში და ეხება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის წესს.

შეხვედრა შედგება Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

www.rs.ge - შეხვედრების სივრცე ვერსია შშმ პირთათვის ENG სისტემაში შესვლა მოგესალმებით,გაცნობებთ, რომ ვებგვერდის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარ.....

19/08/2025

🖇️გვინდა გაგაცნოთ საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის წევრი:

📌შორენა მანძულაშვილი - შპს შორენა და კომპანია დირექტორი
💼ბევრ წარმატებას და ნაყოფიერ თანამშრომლობას ვუსურვებთ შორენას!

14/08/2025

💼 ხარ მცირე მეწარმე ან ფიქრობ, რომ გახდე?
📊 მხოლოდ 1 დღეში ისწავლე დეკლარაციების შევსება მარტივად და სწორად!
🖊️ დარეგისტრირდი ახლავე და მიიღე საჭირო ცოდნა, რომ შენი ბიზნესი უსაფრთხოდ განვითარდეს!

13/08/2025

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გამოქვეყნდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილება, რომლის თანახმად, 2025 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება ავანსის ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის ახალი წესი.

ცვლილების თანახმად, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის პროცესი განხორციელდება არა დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში, არამედ საბოლოო მიწოდების საფ/ნსაფ-ში, რომლის მიხედვითაც მოხდება მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირება. შესაბამისად, ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას დაემატა ახალი ველი და ჩამოყალიბდა ახალი დანართის სახით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №III-052 და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №III-091), რომელშიც შესაბამისი ველების/სტრიქონების გამოყენებით მოხდება წინასწარ მიღებულ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) მონაცემების ასახვა და დღგ-ის თანხის განაშთვა (შემცირება).

საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები გავრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე

11/08/2025

ADMN საბუღალტრო მომსახურება 📊
სანდო პარტნიორი თქვენი ბიზნესისთვის!

გაგიწევთ სანდო და პროფესიონალურ მომსახურებას:
✅ სრული ბუღალტრული მომსახურება
✅ ფინანსური ანგარიშგება
✅ საგადასახადო და ფინანსური კონსულტაცია
✅ ORIS • FINA • SUPERFIN
10+ წლიანი გამოცდილება • სწრაფი და ზუსტი დისტანციური მომსახურება
📞 597 26 00 84
[email protected]
[email protected]

#ბუღალტრულიმომსახურება #საგადასახადოსტრატეგია #ფინანსურიწარმატება #მეწარმეობა #აღრიცხვაანგარიშგება #მცირედასაშუალობიზნესი

02/08/2025

შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია:

⏺️ მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
⏺️ არაუმეტეს 6 თვისა
⏺️ შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
⏺️გამოსაცდელი ვადით მუშაობა ა ნ ა ზ ღ ა უ რ ე ბ ა დ ი ა

არ ვრცელდება შსკ-ს 48-ე მუხლის მოთხოვნები.
გათავისუფლების ოფცია აქვს დამსაქმებელს.

#ბუღალტრულიმომსახურება #საგადასახადოსტრატეგია #ფინანსურიწარმატება #მეწარმეობა #აღრიცხვაანგარიშგება #მცირედასაშუალობიზნესი

01/08/2025

2-ჯერ ან მეტჯერ ვადიანი ხელშეკრულებების მიმდევრობით დადება, როცა საერთო ვადა 30 თვეს აღემატება - ხელშეკრულება ხდება უვადო;
ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ითვლება , თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.

#ბუღალტრულიმომსახურება #საგადასახადოსტრატეგია #ფინანსურიწარმატება #მეწარმეობა #ბუღალტერია #მცირედასაშუალობიზნესი


27/07/2025

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში 700 000 ლარს გადააჭარბა (გადაჭარბების თვის დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე).

#ბუღალტერია #მცირებიზნესი #ფინანსურიწარმატება #ბიზნესისზრდა #მეწარმეობა

24/07/2025

#ბუღალტერია #მცირებიზნესი #ფინანსურიწარმატება #ბიზნესისზრდა #მეწარმეობა

Want your business to be the top-listed Accountant in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


წერეთლის 140
Tbilisi
0119