Leano Academy - ლინო აკადემია

Call Directions Website Contact the business

Leano Academy - ლინო აკადემია Are you looking for a reliable and trustworthy, professional and accurate partner in finance?

🔥 ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიული კონფერენცია | 20 ნოემბერი🎤 ნინო მაისურაძე — შემოსავლების სამსახურის იურიდ...
26/10/2026

🔥 ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიული კონფერენცია | 20 ნოემბერი

🎤 ნინო მაისურაძე — შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის წინასწარი გადაწყვეტილებების სამმართველოს უფროსი
📚 თემა: უძრავი ნივთების დღგ-ით დაბეგვრა: მნიშვნელოვანი საკითხები და პრაქტიკული გამოწვევები
უძრავი ქონების ოპერაციები დღგ-ის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს. როგორ განისაზღვრება დასაბეგრი ოპერაცია, დასაბეგრი თანხა და დაბეგვრის დრო? რა პრინციპები მოქმედებს უძრავ ნივთზე დღგ-ის ჩათვლისას და როგორ იბეგრება გაცვლითი ოპერაციები?

კონფერენციაზე განვიხილავთ:

🔹 უძრავი ნივთის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრას: დასაბეგრი ოპერაცია, დასაბეგრი თანხა და დაბეგვრის დრო;

🔹 უძრავ ნივთზე დღგ-ის ჩათვლის პრინციპებს;

🔹 საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების დღგ-ით დაბეგვრას;

🔹 უძრავი ნივთის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას;

🔹 მიწის ნაკვეთის ან მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრას.

ეს არის შესაძლებლობა, გაეცნოთ უძრავი ქონების ოპერაციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საგადასახადო საკითხებს და მიიღოთ პროფესიული საქმიანობისთვის პრაქტიკულად ღირებული ინფორმაცია.

📅 თარიღი: 20 ნოემბერი | 12:00–17:00
📍 ადგილი: Hilton Garden Inn Tbilisi
ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი 64ა

🎟️ სპეციალური ფასი — 95 ლარი მხოლოდ 31 ოქტომბრის ჩათვლით!

🔹 95 ლარი — რეგისტრაციისა და გადახდის შემთხვევაში 31 ოქტომბრის ჩათვლით;

🔹 115 ლარი — 1 ნოემბრიდან.

⏳ დრო ცოტაღა რჩება! თუ კონფერენციაზე დასწრებას გეგმავ, ისარგებლე სპეციალური ფასით და დაასრულე რეგისტრაცია 31 ოქტომბრამდე.

🔗 რეგისტრაცია:
https://docs.google.com/forms/d/1aXxbqaIgPOwfOuRl4SI2U1cPlv3wZLYs-V9ro3nJ2w4/edit?usp=drive_web&ouid=104346726070006313694

💳 საბანკო რეკვიზიტები:
შპს „ლინო კონსალტინგი“
სს „საქართველოს ბანკი“
ა/ა: GE81BG0000000498455386

🧮 გელოდებით ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიულ კონფერენციაზე ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული სიახლეების გასაზიარებლად!

#ლინო #პროფესიულიკონფერენცია #დღგ #საგადასახადოკანონმდებლობა #ბუღალტრები #ფინანსისტები

📌 დებიტორული დავალიანების ჩამოწერა და ვალის პატიება — ერთი და იგივე არ არის!რა განსხვავებაა ამ ორ შემთხვევას შორის და რა...
19/10/2026

📌 დებიტორული დავალიანების ჩამოწერა და ვალის პატიება — ერთი და იგივე არ არის!

რა განსხვავებაა ამ ორ შემთხვევას შორის და რა საგადასახადო შედეგები შეიძლება მოჰყვეს თითოეულ მათგანს?

🔎 მნიშვნელოვანია, სწორად განვასხვაოთ შემთხვევები, როდესაც მოთხოვნის ამოღება შეუძლებელი ხდება და როდესაც კრედიტორი მოვალეს ვალს პატიობს. ამ განსხვავებას არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორც სამართლებრივი, ისე საგადასახადო კუთხით.

📚 გაეცანით პოსტერს და გაიგეთ მეტი დებიტორული დავალიანების ჩამოწერის დასაბუთებისა და ვალის პატიების შესაძლო საგადასახადო შედეგების შესახებ.

🔥 ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიული კონფერენცია | 20 ნოემბერი🎤 ნანო სამყურაშვილი - IFRS 18: ფინანსური ანგარიშ...
19/10/2026

🔥 ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიული კონფერენცია | 20 ნოემბერი

🎤 ნანო სამყურაშვილი - IFRS 18: ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ახალი სტანდარტი

🔥 2027 წლიდან ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესები იცვლება! მზად ხარ IFRS 18-ისთვის? 🤔

ახალი სტანდარტი IFRS 18 ჩაანაცვლებს IAS 1-ს და მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნებში.

ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუღალტრებისთვის, ფინანსური მენეჯერებისთვის, აუდიტორებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში ჩართული პროფესიონალებისთვის.

📚 რა იცვლება IAS 1-თან შედარებით და როდის ამოქმედდება IFRS 18?

📚 როგორ შეიცვლება მოგება-ზარალის ანგარიშგების სტრუქტურა და შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაცია?

📚 რა ახალი მოთხოვნები ჩნდება საოპერაციო მოგებისა და სხვა შუალედური მაჩვენებლების წარდგენასთან დაკავშირებით?

📚 რას გულისხმობს მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული შედეგიანობის მაჩვენებლები (MPMs) და როგორ უნდა გამჟღავნდეს ისინი?

📚 როგორ მოვემზადოთ ახალ სტანდარტზე გადასვლისთვის და რა პრაქტიკული გამოწვევები გველოდება?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიულ კონფერენციაზე, სადაც საერთაშორისო სტანდარტების სიახლეები, პრაქტიკული ცოდნა და პროფესიული გამოცდილება ერთ სივრცეში იყრის თავს.

👩‍💼 ნანო სამყურაშვილი

📌 ლინოს თანადამფუძნებელი
📌 ACCA Global-ის წევრი (FCCA)
📌 მოწვეული ლექტორი — ბაფი, BTU, IBSU და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

📅 თარიღი: 20 ნოემბერი | 12:00–17:00

📍 ადგილი: Hilton Garden Inn Tbilisi
ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი 64ა

✨ შემოგვიერთდით პროფესიულ შეხვედრაზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელოვან სიახლეებს, მიიღოთ პრაქტიკული ინფორმაცია და შეხვდეთ სფეროს პროფესიონალებს.

🎟️ მონაწილეობის ღირებულება:

🔹 95 ლარი — 1-ელ ნოემბრამდე რეგისტრაციისა და გადახდის შემთხვევაში
🔹 115 ლარი — 1-ელი ნოემბრის შემდეგ

🔗 გაიარე რეგისტრაცია დღესვე! 👉 https://docs.google.com/forms/d/1aXxbqaIgPOwfOuRl4SI2U1cPlv3wZLYs-V9ro3nJ2w4/edit

💳 საბანკო რეკვიზიტები:
შპს „ლინო კონსალტინგი“
სს „საქართველოს ბანკი“
ა/ა: GE81BG0000000498455386

❤️ გელოდებით ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიულ კონფერენციაზე!

🔥 ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიული კონფერენცია | 20 ნოემბერი🎤 სალომე ოდიშარია — შერეული ოპერაციების დღგ-ით დ...
12/10/2026

🔥 ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიული კონფერენცია | 20 ნოემბერი

🎤 სალომე ოდიშარია — შერეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის ძირითადი პრინციპები
🔥 გაქვს სამედიცინო ან საგანმანათლებლო მომსახურება? დარწმუნებული ხარ, რომ დღგ-ის ჩათვლის პროპორციას სწორად ითვლი? 🤔

შერეული ოპერაციების დროს ერთი შეხედვით მარტივი საგადასახადო საკითხიც კი შეიძლება მნიშვნელოვან შეცდომად იქცეს.

📚როგორ იბეგრება დღგ-ით შერეული ოპერაციები?
📚რა განსხვავებაა დღგ-სგან ჩათვლის უფლებითა და ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულ ოპერაციებს შორის?
📚როგორ განისაზღვრება გაუმიჯნავ ხარჯებზე დღგ-ის ჩათვლის პროპორცია?
📚რა უნდა გავითვალისწინოთ ჩათვლის პროპორციის გაანგარიშებისას?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიულ კონფერენციაზე, სადაც პრაქტიკული ცოდნა, აქტუალური საგადასახადო საკითხები და პროფესიული გამოცდილება ერთ სივრცეში იყრის თავს.

👩‍💼 სალომე ოდიშარია

📌ლინოს დამფუძნებელი
📌ACCA სერტიფიცირებული ბუღალტერი
📌ეკონომიკის დოქტორი
📌საგადასახადო კონსულტანტი

📅 თარიღი: 20 ნოემბერი | 12:00–17:00
📍 ადგილი: Hilton Garden Inn Tbilisi
ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი 64ა

✨ შემოგვიერთდით პროფესიულ შეხვედრაზე, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, გაიღრმაოთ ცოდნა, მიიღოთ პრაქტიკული ინფორმაცია და შეხვდეთ სფეროს კოლეგებს.

🎟️ მონაწილეობის ღირებულება:
🔹95 ლარი — 1-ელ ნოემბრამდე რეგისტრაციისა და გადახდის შემთხვევაში
🔹 115 ლარი — 1-ელი ნოემბრის შემდეგ

🔗 გაიარე რეგისტრაცია დღესვე 👉https://docs.google.com/forms/d/1aXxbqaIgPOwfOuRl4SI2U1cPlv3wZLYs-V9ro3nJ2w4/edit

📌 ადგილები შეზღუდულია!
💳 საბანკო რეკვიზიტები:
შპს „ლინო კონსალტინგი“
სს „საქართველოს ბანკი“
ა/ა: GE81BG0000000498455386

გელოდებით ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიულ კონფერენციაზე! ❤️
#პროფესიულიკონფერენცია #საგადასახადოკოდექსი #ლინო

06/10/2026

✅️ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციაში უკვე განხორციელდა შესაბამისი ცვლილება და შეგიძლიათ დეკლარაცია გააგზავნოთ
✅️აგზავნის თუ არა ფიზიკური პირი ქონების გადასახადია ნულოვან დეკლარაციას👇👇👇

🔥 ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიული კონფერენცია თბილისში!🔥20 ნოემბერს „ლინო კონსალტინგი“ გიწვევთ პროფესიულ შე...
06/10/2026

🔥 ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიული კონფერენცია თბილისში!
🔥20 ნოემბერს „ლინო კონსალტინგი“ გიწვევთ პროფესიულ შეხვედრაზე, რომელიც უკვე მესამედ აერთიანებს ბუღალტრებს, ფინანსისტებსა და სფეროს პროფესიონალებს.

ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ღონისძიება, ეს არის დღე, სადაც აქტუალური საკითხები, პრაქტიკული ცოდნა, პროფესიული გამოცდილება და საინტერესო ადამიანები ერთ სივრცეში იყრიან თავს.

📍 ადგილი: Hilton Garden Inn Tbilisi
ჭავჭავაძის გამზირი 64ა, ვაკე
📅 20 ნოემბერი | 12:00–17:00

🎤 ჩვენი სპიკერები და თემები

👩‍💼 ნინო მაისურაძე
🔹 შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის წინასწარი გადაწყვეტილებების სამმართველოს უფროსი

📌 თემა:
უძრავი ქონების დღგ-ით დაბეგვრის წესები

👩‍💼 ნანო სამყურაშვილი
🔹 ლინოს დამფუძნებელი
🔹 ACCA Global-ის წევრი
🔹 სერტიფიცირებული აუდიტორი და ტრენერი

📌 თემა:
FRS 18 — ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და განმარტებითი შენიშვნები

👨‍💼 გიგა ვახტანგაშვილი
🔹 ბალანსის დირექტორი

📌 თემა:
დეკლარაციების მომზადება ბალანსით: ნაკლები რუტინა, მეტი სიზუსტე

👩‍💼 სალომე ოდიშარია
🔹 ლინოს დამფუძნებელი
🔹 ACCA სერტიფიცირებული ბუღალტერი
🔹 ეკონომიკის დოქტორი
🔹 საგადასახადო კონსულტანტი

📌 თემა:
შერეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის ძირითადი პრინციპები

👨‍💼 გელა ბარშოვი
🔹 საგადასახადო თემატიკაზე სტატიების ავტორი
🔹 ტრენერი
🔹 საკონსულტაციო და საბუღალტრო ფირმა TP Solutions-ის დამფუძნებელი

📌 თემა:
ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების პრაქტიკული ნიუანსები

✨ და ეს ყველაფერი ერთ დღეში!

კონფერენციაზე გელოდებათ:

🎓 აქტუალური პროფესიული თემები და პრაქტიკული ცოდნა
💬 დისკუსია და გამოცდილების გაზიარება
🤝 ახალი პროფესიული კონტაქტები
🍽️ ლანჩი და სასიამოვნო შესვენება
🎁 ჩვენი ტრადიციული სახალისო აქტივობა და საჩუქრები

და, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, შეხვდეთ ლინოს გუნდს და კოლეგებს პროფესიული სფეროდან.

💰 მონაწილეობის ღირებულება

🔥 95 ლარი — 1-ელ ნოემბრამდე რეგისტრაციისა და გადახდის შემთხვევაში

🔹 115 ლარი — 1-ელი ნოემბრის შემდეგ

📌 ადგილები შეზღუდულია.

თუ გსურთ, რომ 20 ნოემბერი თქვენს პროფესიულ კალენდარში უბრალოდ კიდევ ერთი თარიღი არ იყოს შემოგვიერთდით!

გელოდებით ბუღალტრებისა და ფინანსისტების III პროფესიულ კონფერენციაზე! ❤️

💳 საბანკო რეკვიზიტები:
შპს „ლინო კონსალტინგი“
სს „საქართველოს ბანკი“
ა/ა: GE81BG0000000498455386

👉 რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/1aXxbqaIgPOwfOuRl4SI2U1cPlv3wZLYs-V9ro3nJ2w4/edit

#ლინო #პროფესიულიკონფერენცია #ბუღალტრები #ფინანსისტები #ბუღალტერია #ფინანსები #საგადასახადოსაკითხები

პროფესიული კონფერენცია ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის კონფერენციის ჩატარების ადგილი: Hilton Garden Inn, თბილისი, ჭავჭ...

01/10/2026

✅შეიძინე ️საქონელი და დოკუმენტი არ გაქვს? ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ვერ გაყიდი!
✅️მცირე მეწარმისთვის მოქმედი წესი და ჟურნალში ასახვა

28/09/2026

📊 6 ოქტომბერს ფინანსური მენეჯერის პრაქტიკულ კურსს ვიწყებთ!
თუ გსურს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე გადასვლა ან უკვე მუშაობ ამ მიმართულებით და გინდა პრაქტიკული უნარების გაძლიერება — ჯერ კიდევ შეგიძლია შემოგვიერთდე.
🎯 რას შეისწავლი კურსზე და რა უნარებს გამოიმუშავებ?
კარგი ფინანსური მენეჯერი მხოლოდ ფინანსურ ანგარიშგებას არ ამზადებს. მას უნდა შეეძლოს ციფრების მიღმა ბიზნესის დანახვა, ფინანსური რისკების შეფასება, მომავალი შედეგების პროგნოზირება და მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება.
სწორედ ამ უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული ლინო აკადემიის ფინანსური მენეჯერის პრაქტიკული კურსი.
📈 1. ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი
ისწავლი Excel-ში ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებლად მომზადებას, ფინანსური კოეფიციენტების გამოთვლასა და კომპანიის შედეგების შეფასებას კონკურენტებთან შედარებით.
📊 2. ბიუჯეტირება და ფინანსური დაგეგმვა
შეისწავლი კომპანიის ბიუჯეტის შედგენას, ფაქტობრივი შედეგების ბიუჯეტთან შედარებასა და სცენარულ ანალიზს. შეძლებ შეაფასო, როგორ აისახება ფინანსურ შედეგებზე გაყიდვების შემცირება, ხარჯების ზრდა ან სხვა ბიზნესგადაწყვეტილებები.
💰 3. დაფინანსება და ფინანსური გადაწყვეტილებები
ისწავლი სესხისა და ლიზინგის გრაფიკების მომზადებას, დაფინანსების ხარჯების გაანგარიშებასა და კომპანიისთვის სესხის ოპტიმალური მოცულობის განსაზღვრას.
📑 4. IFRS, აუდიტი და კონსოლიდაცია
ისწავლი აუდიტის ტრანსფორმაციის ფაილის მომზადებას, აუდიტორული კორექტირებების ანალიზს, ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შედგენასა და მენეჯერულ აღრიცხვასა და IFRS-ს შორის განსხვავებების გააზრებას.
🧠 ყველაზე მნიშვნელოვანი — ფინანსური აზროვნების განვითარება
კურსის მიზანი მხოლოდ Excel-ის ფაილებისა და ფინანსური მოდელების მომზადება არ არის.
მთავარია, შეძლო ფინანსური მონაცემების ბიზნესის ენაზე გადათარგმნა, პრობლემების დროულად იდენტიფიცირება, ალტერნატიული გადაწყვეტილებების შეფასება და მენეჯმენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციების წარდგენა.
ყველა თემას განვიხილავთ ქართულ ბიზნესგარემოზე მორგებული პრაქტიკული მაგალითებითა და რეალური სამუშაო პროცესებით.
📌 კურსის დეტალები
📅 დაწყება: 6 ოქტომბერი
⏰ დრო: 19:00–22:00
📆 დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი
🕒 ხანგრძლივობა: 40 საათი | 13 შეხვედრა
💸 ღირებულება: 950 ლარი
📩 დარეგისტრირდით
https://docs.google.com/forms/d/1Br5jBZogWf7cfDgQbSudpcExCqHL96kfZ1ywmIj3P2I/edit

28/09/2026

✅️ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი — რა საგადასახადო ვალდებულებები შეიძლება წარმოიშვას და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

✅️ამ ვიდეოში მარტივად და გასაგებად აგიხსნით, რა უნდა იცოდეს ფიზიკურმა პირმა მიწასთან დაკავშირებულ გადასახადებზე.

📊 რას შეისწავლით ფინანსური მენეჯერის კურსზე და რა უნარებს გამოიმუშავებთ?კარგი ფინანსური მენეჯერი მხოლოდ ფინანსურ ანგარიშ...
24/09/2026

📊 რას შეისწავლით ფინანსური მენეჯერის კურსზე და რა უნარებს გამოიმუშავებთ?

კარგი ფინანსური მენეჯერი მხოლოდ ფინანსურ ანგარიშგებას არ ამზადებს. მას უნდა შეეძლოს ციფრების მიღმა ბიზნესის დანახვა, ფინანსური რისკების შეფასება, მომავალი შედეგების პროგნოზირება და მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება.

სწორედ ამ უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული ლინო აკადემიის ფინანსური მენეჯერის პრაქტიკული კურსი.

🎯 რას ისწავლით და რაში დაგეხმარებათ ეს ცოდნა?

📈 1. ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი

ისწავლით Excel-ში ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებლად მომზადებას, ფინანსური კოეფიციენტების გამოთვლასა და კომპანიის შედეგების შეფასებას კონკურენტებთან შედარებით.

გამოიმუშავებთ უნარს, ფინანსური მონაცემების საფუძველზე შეაფასოთ კომპანიის მომგებიანობა, ლიკვიდურობა და ფინანსური მდგრადობა.

📊 2. ბიუჯეტირება და ფინანსური დაგეგმვა

შეისწავლით კომპანიის ბიუჯეტის შედგენას, ფაქტობრივი შედეგების ბიუჯეტთან შედარებასა და სცენარულ ანალიზს.

შეძლებთ შეაფასოთ, როგორ აისახება კომპანიის ფინანსურ შედეგებზე გაყიდვების შემცირება, ხარჯების ზრდა ან სხვა ბიზნესგადაწყვეტილებები.

💰 3. დაფინანსება და ფინანსური გადაწყვეტილებები

ისწავლით სესხისა და ლიზინგის გრაფიკების მომზადებას, დაფინანსების ხარჯების გაანგარიშებასა და კომპანიისთვის სესხის ოპტიმალური მოცულობის განსაზღვრას.

განივითარებთ უნარს, შეაფასოთ კომპანიის სასესხო შესაძლებლობები და დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკები.

📑 4. IFRS, აუდიტი და კონსოლიდაცია

ისწავლით აუდიტის ტრანსფორმაციის ფაილის მომზადებას, აუდიტორული კორექტირებების ანალიზს, ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შედგენასა და მენეჯერულ აღრიცხვასა და IFRS-ს შორის განსხვავებების გააზრებას.

🧠 ყველაზე მნიშვნელოვანი — ფინანსური აზროვნების განვითარება

კურსის მიზანი მხოლოდ Excel-ის ფაილებისა და ფინანსური მოდელების მომზადების სწავლება არ არის.
ჩვენ გვინდა, შეძლოთ ფინანსური მონაცემების ბიზნესის ენაზე გადათარგმნა, პრობლემების დროულად იდენტიფიცირება, ალტერნატიული გადაწყვეტილებების შეფასება და მენეჯმენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციების წარდგენა.
ყველა თემას განვიხილავთ ქართულ ბიზნესგარემოზე მორგებული პრაქტიკული მაგალითებითა და რეალური სამუშაო პროცესებით.
📌 კურსის დეტალები
📅 დაწყება: 6 ოქტომბერი
⏰ დრო: 19:00 – 22:00
📆 დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი
🕒 ხანგრძლივობა: 40 საათი
📚 შეხვედრები: 13
💸 ღირებულება: 950 ლარი
სარეგისტრაციო

https://docs.google.com/forms/d/1Br5jBZogWf7cfDgQbSudpcExCqHL96kfZ1ywmIj3P2I/viewform?edit_requested=true

Address

ვაშა-ფშაველას გამზ. # 45
Tbilisi
0186

Telephone

+995595040436

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Leano Academy - ლინო აკადემია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Leano Academy - ლინო აკადემია:

Shortcuts

Share

Category