Financial Chain Corporation - Georgia

Call Directions Website Contact the business

Financial Chain Corporation - Georgia კომპანია Fchain- თქვენი ბიზნესის საიმედო პარტნიორია!
თქვენს ბიზნესზე მორგებული საბუღალტრო მომსახურება

📢 სიახლე ბიზნესისთვის - ცვლილებები აქციზური საქონლის ჩამოწერის წესში2026 წლის სექტემბრის თვიდან ძალაში შევიდა საქართველო...
27/10/2026

📢 სიახლე ბიზნესისთვის - ცვლილებები აქციზური საქონლის ჩამოწერის წესში

2026 წლის სექტემბრის თვიდან ძალაში შევიდა საქართველოს ფინანსტა სამინისტროს ბრძანება საგადასახადო ადმინისტრირების წესებში.

🔎 რას ითვალისწინებს ცვლილება?

✅ ჩამოწერის წესის გაფართოება - აქციზური მარკით ნიშანდებული საქონლის ჩამოწერისა და სრული განადგურების პროცედურა გავრცელდა როგორც საქართველოში წარმოებულ, ისე იმპორტირებულ აქციზურ საქონელზე.

✅ დათვალიერების წესი უცვლელია - საქონლის საერთო რაოდენობის არანაკლებ 2%-ის შერჩევითი დათვალიერების მოთხოვნა კვლავ მოქმედებს.

✅ ცვლილებები აქციზის დეკლარაციაში - განახლდა III განაყოფის მე-7 და 71-ე სტრიქონები, სადაც აისახება ჩამოწერილ აქციზურ საქონელზე გადახდილი აქციზის თანხის შემცირება.

📌 იმპორტირებული აქციზური საქონლის ჩამოწერისასა აუცილებელია დადგენილი პროცედურების დაცვა და დეკლარაციის შესაბამისი მონაცემების სწორად ასახვა.

✨ European Business Association Georgia-ს  მოწვევით, FChain Georgia-ს შესაძლებლობა ჰქონდა, დასწრებოდა თბილისისადმი მიძღვ...
12/10/2026

✨ European Business Association Georgia-ს მოწვევით, FChain Georgia-ს შესაძლებლობა ჰქონდა, დასწრებოდა თბილისისადმი მიძღვნილ განსაკუთრებულ საღამოს, რომლის მასპინძელიც EBA-ს ახალი წევრი, NEXT იყო.

თბილისობის აღსანიშნავად გამართული ღონისძიება დედაქალაქის ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობასა და განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა.

მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს მოწვევისა და ამ გამორჩეულ საღამოში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. 💫

🚀  FCHAIN გთავაზობთ სრულ პროფესიონალურ მხარდაჭერას, რომელიც დაგეხმარებათ  დროის, რესურსებისა და ხარჯების ეფექტურად მართვ...
07/10/2026

🚀 FCHAIN გთავაზობთ სრულ პროფესიონალურ მხარდაჭერას, რომელიც დაგეხმარებათ დროის, რესურსებისა და ხარჯების ეფექტურად მართვაში. 💼

👉 რატომ FCHAIN?

✅ თქვენს ბიზნესზე მორგებული ტარიფები - მოქნილი პირობები თქვენი საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად

✅ კვალიფიციური ექსპერტების მხარდაჭერა - პროფესიონალთა გუნდი, რომელზეც შეგიძლიათ თამამად დაეყრდნოთ

✅ მონაცემების სრული კონფიდენციალურობა - თქვენი ბიზნესისა და ფინანსური ინფორმაციის დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

✅ ინდივიდუალური მიდგომა - თითოეული კლიენტისთვის მორგებული მომსახურება და გადაწყვეტილებები

✅ მომსახურების ფართო სპექტრი - ბუღალტერია, HR, Payroll, იურიდიული მომსახურება და აუთსტაფინგი (EOR) ერთ სივრცეში

💼 FCHAIN - პროფესიონალიზმი, სანდოობა და ინდივიდუალური მიდგომა თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

✍️ ჩანიშნე უფასო კონსულტაცია დღესვე
☎️ +995 591 32 09 90
🌐 https://ka.f-chain.com/

🔊 საქართველოში სესხის აღების პირობები მკაცრდება❗️ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციის მიხედვით, 2027 წლის 1 თებერვლიდან მოქ...
06/10/2026

🔊 საქართველოში სესხის აღების პირობები მკაცრდება❗️

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციის მიხედვით, 2027 წლის 1 თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური ზღვარი შეიცვლება.

მოქმედი ნორმით, მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 500 ლარზე ნაკლებია, სესხის მომსახურებაზე შემოსავლის მაქსიმუმ 25 პროცენტის დახარჯვა შეუძლიათ - ანუ არაუმეტეს 375 ლარისა. 1 500 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის მომსახურების ყოველთვიური მაქსიმალური ლიმიტი შემოსავლის 50 პროცენტია - 750 ლარი.

ახალი ნორმა, რომელიც 2027 წლის თებერვლიდან ამოქმედდება, 25-პროცენტიან ზღვარს 1 500-ის ნაცვლად 2 000 ლარამდე გაზრდის. 2027 წლის 1 სექტემბრიდან კი ეს ზღვარი 2 500 ლარი გახდება.

Georgia is set to introduce stricter lending conditions from February 1, 2027. The income threshold for the 25% loan-servicing limit will increase from GEL 1,500 to GEL 2,000, and will rise further to GEL 2,500 from September 1, 2027.

More: https://f-chain.com/georgia-to-tighten-lending-conditions-from-february-2027/

🏠 ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება. 📌 საგადასახადო ვალდებულებების სწორად და დროულად შეს...
02/10/2026

🏠 ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება.

📌 საგადასახადო ვალდებულებების სწორად და დროულად შესრულება თქვენი ბიზნესისა და ფინანსური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ქონების გადასახადის დეკლარაციის სწორად მომზადებასა და დროულად წარდგენაში - თქვენზე მორგებული, სანდო და პროფესიონალური მომსახურებით. 🤝

✍️ ჩანიშნეთ უფასო კონსულტაცია დღესვე
☎️ +995 591 32 09 90
🌐https://ka.f-chain.com/

🔊  ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება📊 მალე მნიშვნელოვანი სიახლე შევა ძალაში საქართველოს ...
29/09/2026

🔊 ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

📊 მალე მნიშვნელოვანი სიახლე შევა ძალაში საქართველოს - ოქალაქეებისათვის 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება.

🔹 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 30%-ით, ანუ 28.3 მილიონი ლარით მეტი იყო. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება.

🔹 აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირები ქონების გადასახადს ყოველწლიურად 15 ნოემბრამდე იმ შემთხვევაში იხდიან თუ მათი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.

Georgia is set to raise the property tax threshold for individuals from GEL 40,000 to GEL 100,000.
The change would mean property tax applies only to individuals with annual family income of GEL 100,000 or more.

More: https://f-chain.com/property-tax-threshold-for-individuals-in-georgia-to-increase-to-gel-100000/

✨ FChain Georgia დაესწრო European Business Association Georgia (EBA)-ს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ლანჩს, რომელიც ახალი სეზო...
24/09/2026

✨ FChain Georgia დაესწრო European Business Association Georgia (EBA)-ს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ლანჩს, რომელიც ახალი სეზონის გახსნას მიეძღვნა - „EBA Back Together -Executive Reception & Season Launch“

💼ღონისძიებამ EBA-ს წევრებს, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს შესაძლებლობა მისცა, ერთად აღენიშნათ ახალი სეზონის დაწყება, გაეძლიერებინათ ბიზნესკავშირები და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები დაესახათ.🤝

მადლობას ვუხდით European Business Association Georgia (EBA)-ს შესანიშნავი საღამოს ორგანიზებისთვის და ველით ახალ შესაძლებლობებს, საინტერესო თანამშრომლობასა და წარმატებულ ახალ სეზონს.

📊 FChain-ი გთავაზობთ თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ საბუღალტრო მომსახურებას ჩვენი კომპანიის თანამშრომლები არიან ...
23/09/2026

📊 FChain-ი გთავაზობთ თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ საბუღალტრო მომსახურებას

ჩვენი კომპანიის თანამშრომლები არიან საქართველოს საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსის მცოდნე მაღალკვალიფიციური ექსპერტები.

❗ ჩვენთან დაგხვდებათ:
✅11 წლიანი გამოცდილება
✅თქვენს ბიზნესზე მორგებული ტარიფები
✅კვალიფიციური ექსპერტები
✅მოქნილი და კომფორტული პროცესები
✅მონაცემების აბსოლუტური კონფიდენციალურობა

✍️ ჩანიშნე უფასო კონსულტაცია დღესვე
☎️ +995 591 32 09 90
🌐 https://ka.f-chain.com/

🎯 11 წელი სიზუსტის, ნდობისა და პროფესიონალიზმის გზაზე. 🎉✨ დღეს FChain Georgia 11 წლის გახდა.ეს მხოლოდ თარიღი არ არის -ეს...
21/09/2026

🎯 11 წელი სიზუსტის, ნდობისა და პროფესიონალიზმის გზაზე. 🎉

✨ დღეს FChain Georgia 11 წლის გახდა.

ეს მხოლოდ თარიღი არ არის -
ეს არის გზა, რომელიც ადამიანებთან, საქმესთან და პასუხისმგებლობასთან ერთად გავიარეთ.

გმადლობთ ნდობისთვისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის. 🤍

🔉 საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტია - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოეწერებახელისუფლება საპენსიო შენატანებ...
18/09/2026

🔉 საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტია - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოეწერება

ხელისუფლება საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმების ამნისტიას გეგმავს.

ამ ეტაპზე, დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს ჯამში 43 მლნ ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული. ჯარიმების ჩამოწერა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ საურავებს 2026 წლის ბოლომდე დაფარავენ.

ამასთან, იცვლება ჯარიმის ოდენობაც — პირველი და განმეორებითი დარღვევებისთვის მოქმედი 500 და 1 000 ლარის ნაცვლად, ყოველ დარღვევაზე 300 ლარი იქნება.

ცვლილებები დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში დაგეგმილ საკანონმდებლო პაკეტში შედის.

Georgia announces amnesty for pension fund fines.

Around 13,500 employers could have GEL 43 million in fines written off if outstanding pension liabilities and penalties are settled by the end of 2026.
The fine will also be reduced to a flat GEL 300 per violation.

More: https://f-chain.com/georgia-announces-amnesty/

Address

41, Shartava Str.
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599710403

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Financial Chain Corporation - Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Financial Chain Corporation - Georgia:

Shortcuts

Share