28/09/2024
G.T Consulting Accounting services
ბუღალტრული აღრიცხვა
28/09/2024
ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში
საქართველოს საგადასახადო კოდექსში მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნებული ცვლილება N 3608-XIIIმს-Xმპ განპირობებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებით.
მათ შორის დაზუსტდა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის (საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება) პირველი ნაწილის გ3 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
ბ3) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანი, მასზე დარიცხული სარგებელი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე−34-ე მუხლების შესაბამისად გასაცემი პენსია/საპენსიო აქტივები, გარდა:
ბ3.ა) საპენსიო შენატანის შეცდომით ან ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილისთვის/ფიზიკური პირისთვის დასაბრუნებელი, შეცდომით ან ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა;
ბ3.ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულისთვის დასაბრუნებელი საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა;
ბ3.გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის დასაბრუნებელი საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხისა.
ასევე 154-ე მუხლის (გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი) პირველ ნაწილს დაემატა „რ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სსიპ საპენსიო სააგენტო განისაზღვრა საგადასახადო აგენტად.
სრულად ცვლილების სანახავად იხილეთ ბმული
ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში
2023 წლის 28 ნოემბერს ცვლილება შევიდა ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 და 482 მუხლებში, აღნინული ცვლილებით დაზუსტდა, დაემატა და საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანილ იქნა ცალკეული დებულებები. მთ შორის:
481 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით (ე.წ. ავანსების დაბეგვრის წესი). განხორციელებული ცვლილებით განიმარტა რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციებთან მიმართებით, აღნიშნული წესი გავრცელდება როგორც ფულადი, ასევე საქონლის/მომსახურების (ნატურალური) სახით ანაზღაურების მიღების ნაწილში.
შესაბამისად ზემოაღნიშნული ცვლილებით ამოღებულ იქნა 482 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. რომელთა მიხედვით 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დაბეგვრის წესი (ე.წ. ავანსების დაბეგვრის წესი) საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე გაცვლის (ბარტერული) ოპერაციებზე გამოიყენება მხოლოდ თანხის ნაწილობრივ ანაზღაურების შემთხვევებში, ანაზღაურებული თანხის ნაწილში
სრულად ცვლილების სანახავად იხილეთ ბმული
დამტკიცდა ახალი სიტუაციური სახელმძღვანელოები
დამტკიცდა სიტუაციური სახელმძღვანელოები:
ქონების გადასახადის მიზნებისთვის მეუღლეთა შემოსავლის გაანგარიშება N1432
მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დაბეგვრა ქონების გადასახადით N1433
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
იყალთოს გორა N5
Tbilisi
Opening Hours
| Monday | 11:00 - 17:00 |
| Tuesday | 11:00 - 17:00 |
| Wednesday | 11:00 - 17:00 |
| Thursday | 11:00 - 17:00 |
| Friday | 11:00 - 17:00 |
| Saturday | 11:00 - 14:00 |