ბუღალტერთა კლუბი ფორუმი / Accountants' Club Forum

ბუღალტერთა  კლუბი ფორუმი / Accountants' Club Forum

Share

მიიღეთ ინფორმაცია და დაესწარით ჩვენს ტრენინგებს ონლაინ

ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი ფორუმი შეიქმნა მაღალკვალიფიციური პროფესიონალების,ბუღალტრების, ფინანსისტების მიერ, რათა ხელი შეუწყოს ბუღალტერთა გაერთიანებას და დაეხმაროს მათ პროფესიულ ზრდაში, აღრიცხვის სისტემების/სიახლეების გაცნობასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში

13/05/2026

🔷 ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი ფორუმი 25 მაისს 18:30 საათზე გთავაზობთ ტრენინგს თემაზე:

"საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურების საგადასახადო და საბაჟო დაბეგვრა"

👩‍💼 შეხვედრას გაუძღვებიან :
მადონა ბეჭვაია – სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი ანალიტიკოსი.

ნინო ოგნაძე – სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მთავარი მებაჟე ოფიცერი.

📌სილაბუსი იხილეთ:

https://shorturl.at/pgNOB

💵 ტრენინგის ღირებულება ბუღალტერთა კლუბ ფორუმის წევრებისთვის - 50 ლარი
სხვა დაინტერესებული პირებისთვის - 70 ლარი

შეხვედრა გაიმართება Live პლატფორმა zoom-ში

📍თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი ორგანიზაციის წევრი, იხილეთ ბმული:

https://forms.gle/cd1CFj8WH15Sy42v7

⭐ რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული:

https://forms.gle/GsQhXNa5j4N44rpG7

18/04/2026

🔷 ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი ფორუმი 30 აპრილს 19:30 საათზე გთავაზობთ ტრენინგს თემაზე:

"საგადასახადო ვალდებულებები სასოფლო-სამეურეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე"

👩‍💼 სპიკერი – თეა გორგოძე

შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა განათლებისა და მომსახურების მეთოდოლოგიის სამმართველოს
მთავარი სპეციალისტი

📌სილაბუსი იხილეთ:

https://shorturl.at/SCdLt

💵 ტრენინგის ღირებულება ბუღალტერთა კლუბ ფორუმის წევრებისთვის - 40 ლარი
სხვა დაინტერესებული პირებისთვის - 70 ლარი

შეხვედრა გაიმართება Live პლატფორმა zoom-ში

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი ორგანიზაციის წევრი, იხილეთ ბმული:

https://forms.gle/cd1CFj8WH15Sy42v7

⭐ რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული:

https://forms.gle/6dmx4bSgSiDPHQUL8

17/03/2026

⭐უფასო ვებინარი ტრანსფერ ფრაისინგის სიახლეებზე

📣მოგესალმებით,
26 მარტს, 19:00 საათზე, ჩვენი ორგანიზაციისა და პარტნიორი საკონსულტაციო ფირმა „თიფი სოლუშენის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ღია ონლაინ შეხვედრა თემაზე:

„ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია და ახალი საკანონმდებლო ვალდებულება — რა უნდა მოვიმოქმედოთ?“

👨‍🏫ტრენერი: ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალისტი და საგადასახადო კონსულტანტი გელა ბარშოვი

📌უფასო ვებინარზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

📍ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

✅რა არის კონტროლირებული ოპერაციები

✅რა არის ტრანსფერ ფრაისინგი

✅რატომ არ „მოქმედებს“ ესტონური მოდელი ტრანსფერ ფრაისინგთან მიმართებაში

✅რა არის ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია და რისგან გვიცავს ის

✅რა შემთხვევაშია სავალდებულო ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მომზადება

✅რას უნდა მივაქციოთ ყველაზე მეტი ყურადღება

✅რატომ დაემატა ახალი დანართი ტრანსფერ ფრაისინგთან დაკავშირებით

✅ვის ეხება ახალი დანართი და როგორ უნდა შეივსოს

✅რა იქნება ახალი საკანონმდებლო ვალდებულების მთავარი შედეგი

✅რა უნდა მოვიმოქმედოთ საგადასახადო რისკების შესამცირებლად

⏱️ტრენინგი გაგრძელდება დაახლოებით 1.5 საათი, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.

🔷გელა ბარშოვი არის ტრანსფერ ფრაისინგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი საქართველოში, 15-წლიანი გამოცდილებით. მუშაობდა შემოსავლების სამსახურში ტრანსფერ ფრაისინგის განყოფილებაში მისი შექმნის დღიდან, ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებით პროფესიული გამოცდილება მიიღო ავსტრიასა და გერმანიაში და ფლობს ვენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულებით (მათ შორის ტრანსფერ ფრაისინგი).

🖊️რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/77C5Hbw5vVn9YL5Q8

რა იცვლება ტრანსფერ ფრაისინგში: საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცი 12/03/2026

⭐მოგესალმებით,

📍როგორც უკვე იცით, 2026 წლიდან ტრანსფერ ფრაისინგთან (იგივე, სატრანსფერო ფასწარმოქმნა) დაკავშირებული ინფორმაციის ყოველწლიური წარდგენა სავალდებულო ხდება.

📌2026 წლის მარტის დეკლარაციას დაემატა სავალდებულოდ შესავსები ახალი დანართი, სადაც საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის ასახვა იქნება სავალდებულო, მათ შორის კომპანიის მიერ უნდა დაფიქსირდეს მომზადებული აქვს თუ არა ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია.



❓ვის უჩნდება ახალი ვალდებულებები და რა შედეგებს გამოიწვევს საკანონმდებლო სიახლე პრაქტიკაში?



🖋️საკანონმდებლო სიახლეზე მეტი დეტალის გასაგებად გიზიარებთ ჩვენი პარტნიორი საკონსულტაციო ფირმის, TPsolution-ის დამფუძნებლის და ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალიტის გელა ბარშოვის სტატიას ⬇️

https://tpsolution.ge/ka/ra-icvleba-transfer-praisingsi/

⭐აქვე გვინდა დავაანონსოთ, რომ გელა ბარშოვთან ერთად მარტის მეორე ნახევარში ვგეგმავთ ჩავატაროთ მორიგი უფასო ვებინარი თემაზე: „სატრანსფერო ფასწარმოქნის დოკუმენტაცია და ახალი საკანონმდებლო ვალდებულები. რა უნდა მოვიმოქმედოთ?“

რა იცვლება ტრანსფერ ფრაისინგში: საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცი ტრანსფერ ფრაისინგში წლიური ანგარიშგების ვალდებულება შემოვიდა კომპანიებისთვის, ვინც 500 000 ლარზე მეტი მოცულობის კ....

01/03/2026

📍 ჩვენი ორგანიზაციის ნამდვილი წევრებისთვის ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი ფორუმი ატარებს უფასო ტრენინგს თემაზე:

"ინვენტარიზაციის მენეჯმენტის მნიშვნელობა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები"

📆ტრენინგი ჩატარდება 9 მარტს 19:00 საათზე ონლაინ

👨‍🏫სპიკერი – ნიკოლოზ გურგენიძე

ნიკოლოზ გურგენიძე 2014 წლიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული ინვენტარიზაციის და უძრავ-მოძრავი ქონების შეფასების მომსახურებების მიმართულებით.
2022 წლიდან ინვენტარიზაცია და კონსალტინგი კომპანია ინვენტერის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.
ნიკოლოზს აქვს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება და განხორციელებული აქვს 500-ზე მეტი პროექტი.
ვიცე პრეზიდენტი - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია

✔️დასწრება თავისუფალია ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბ ფორუმის ნამდვილი წევრებისთვის.

📍 თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი ორგანიზაციის წევრი იხილეთ ბმული:

https://forms.gle/3DrFQnzHZh4rDw1T8

⭐ რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeto1L4scle8zQ1sEeRVpppPfxVaKqTavB11KYxz1rGljpzzQ/viewform

სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია: რა შემთხვევაშია შესაძლებელი მისი არ მომზადება და რ 28/02/2026

🌟მოგესალმებით

თუ თქვენ გაქვთ მიმდინარე სატრანსფერო ფასწარმოქმნის (Transfer Pricing) ქეისი და ჯერაც არ მოგიმზადებიათ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, გიზიარებთ Gela Barshovi-ის სტატიას. მასში დეტალურადაა ჩამოთვლილი 6 მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ არის აუცილებელი სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის მომზადება — და რაც მთავარია, დროულად.

📍სტატიაში ასევე განხილულია გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც დოკუმენტაციის არმომზადება შესაძლოა დასაბუთებულად ჩაითვალოს, აგრეთვე შემთხვევა, როცა ტრანსფერ ფრაისინგის დასკვნის მომზადება სავალდებულოა მხოლოდ ყოველ მესამე წელს (ნაცვლად ყოველწლიურად).

🖇️თუ თქვენი კომპანია ახორციელებს კონტროლირებულ ოპერაციებს და ამ დრომდე არ გაქვთ მომზადებული ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია, მოგვწერეთ ელფოსტაზე [email protected] ან page-ზე. ჩვენ დაგიორგანიზებთ უფასო, 30-წუთიან კონსულტაციას ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალისტთან — გელა ბარშოვი-თან.

📌P.S. სტატია სასარგებლო იქნება არა მხოლოდ მათთვის, ვისაც მიმდინარე ქეისი აქვს, არამედ ყველა იმ დაინტერესებული პირისთვისაც, ვინც სატრანსფერო ფასწარმოქმნის საკითხებით ინტერესდება.

🆙🆙სტატიის შემოკლებული ლინკი:

სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია: რა შემთხვევაშია შესაძლებელი მისი არ მომზადება და რ ავტორი - გელა ბარშოვითუ თქვენი კომპანია კონტროლირებულ ოპერაციებს ახორციელებს, სატრანსფერო ფასწარმოქმ...

16/02/2026

🔷 ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი ფორუმი 5 მარტს 19:30 საათზე გთავაზობთ ტრენინგს თემაზე:
"ქონების გადასახადი და საწარმო/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია"

👩‍💼 სპიკერი – თეა გორგოძე
შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა განათლებისა და მომსახურების მეთოდოლოგიის სამმართველოს
მთავარი სპეციალისტი

📌სილაბუსი იხილეთ:

https://shorturl.at/zZrUa

💵 ტრენინგის ღირებულება ბუღალტერთა კლუბ ფორუმის წევრებისთვის - 50 ლარი
სხვა დაინტერესებული პირებისთვის - 80 ლარი

შეხვედრა გაიმართება Live პლატფორმა zoom-ში

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი ორგანიზაციის წევრი, იხილეთ ბმული:

https://forms.gle/cd1CFj8WH15Sy42v7

⭐ რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული:

https://forms.gle/vg5RZZFwCGUMDX1d8

13/02/2026

თქვენი დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, როგორც დაგპირდით, ჩვენი ორგანიზაციის ნამდვილი წევრებისთვის ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი ფორუმი ატარებს უფასო ტრენინგს თემაზე:
"არარეზიდენტების წყაროსთან დაბეგვრა"
📆ტრენინგი ჩატარდება 19 თებერვალს 19:00 საათზე ონლაინ.
👨‍🏫სპიკერი – გელა ბარშოვი
საგადასახადო კონსულტანტი და ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალისტი, საკონსულტაციო კომპანია "თიფი სოლუშენის" დამფუძნებელი
📌სილაბუსი იხილეთ:
https://shorturl.at/SCI1M
✔️დასწრება თავისუფალია ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბ ფორუმის ნამდვილი წევრებისთვის.
📍 თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი ორგანიზაციის წევრი იხილეთ ბმული:
https://forms.gle/3DrFQnzHZh4rDw1T8
⭐ რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული:
https://forms.gle/PYiypcXpmLQsWLdp7

06/02/2026

🔷ფორუმის ხელმძღვანელის, გოჩა ხარჩილავას სტუმრობა პალიტრანიუსში მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემატურ საკითხებზე

22/01/2026

🔷 ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი ფორუმი 5 თებერვალს 19:30 საათზე გთავაზობთ ტრენინგს თემაზე:
"საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურების საგადასახადო და საბაჟო დაბეგვრა"

👩‍💼 შეხვედრას გაუძღვებიან :

მადონა ბეჭვაია – სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი ანალიტიკოსი.

ნინო ოგნაძე – სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მთავარი მებაჟე ოფიცერი.

📌სილაბუსი იხილეთ:

https://shorturl.at/hYRrz

💵 ტრენინგის ღირებულება ბუღალტერთა კლუბ ფორუმის წევრებისთვის - 40 ლარი
სხვა დაინტერესებული პირებისთვის - 70 ლარი

შეხვედრა გაიმართება Live პლატფორმა zoom-ში

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი ორგანიზაციის წევრი, იხილეთ ბმული:

https://forms.gle/cd1CFj8WH15Sy42v7

⭐ რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული:

https://forms.gle/ysPV4ZcVGrYMPaGo9

15/01/2026

📘საგადასახადო კოდექსის სრული კურსი!

🔷ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი ფორუმი და თაქს თაიმი - TAX TIME გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის სრულ, თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.

✅კურსზე საფუძვლიანად გაეცნობით საგადასახადო კოდექსის ნორმებს, ყველა აქტუალური ცვლილების გათვალისწინებით.

✅ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ისწავლით კოდექსის სწორ გამოყენებას, სხვადასხვა მუხლებს შორის ლოგიკური კავშირების დანახვას და რეალურ სიტუაციებში მათ სწორად გამოყენებას.

📌 მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ იმუშაოთ თავდაჯერებულად, თავიდან აიცილოთ შეცდომები, წინასწარ შეაფასოთ საგადასახადო რისკები და ჩამოაყალიბოთ სწორი საგადასახადო სტრატეგია როგორც თქვენი კლიენტებისთვის, ისე ორგანიზაციისთვის.

🌟კურსი განკუთვნილია ბუღალტრებისთვის, ფინანსური მენეჯერებისთვის, საგადასახადო კონსულტანტებისთვის და საგადასახადო კოდექსის სიღრმისეულად შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის

🗓️თარიღი: 6 თებერვალი

⏳კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (54 აკადემიური საათი)

📍შეხვედრები ჩატარდება ონლაინ Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით

📌კვირაში 2-ჯერ (სამშაბათი, პარასკევი).

⏰თითოეული ვებინარის ხანგრძლივობა 2 საათი. დაწყების დრო 19:30.

🎥კურსის ყველა მონაწილეს ექნება წვდომა ტრენინგის ჩანაწერებსა და მასალებზე, რომელიც განთავსდება კურსისთვის შექმნილ დახურულ ჯგუფში და წვდომა გექნებათ კურსის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.

👩‍🏫კურსს გაუძღვებიან შემოსავლების სამსახურის მოქმედი და წამყვანი სპეციალისტები, რაც კურსს უფრო განსაკუთრებულს ხდის:

▪️თეა გორგოძე - ტრენერი საგადასახადო კანონმდებლობაში; შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

▪️მადონა ბეჭვაია - ტრენერი საგადასახადო კანონმდებლობაში; შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი

▪️ბელა ჩაჩიბაია - ტრენერი საგადასახადო კანონმდებლობაში; შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

▪️Ზაზა ჯანაშია - ტრენერი საგადასახადო კანონმდებლობაში; შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი ოფიცერი

📝კურსის დამთავრებისას გადმოგეცემათ სერთიფიკატები!

💰კურსის სრული ღირებულებაა-ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბ ფორუმის წევრებისთვის 500 ლარი
სხვა დაინტერესებული პირებისთვის 600 ლარი.
ან თქვენზე მორგებული გადახდა თვეში სულ რაღაც 150 ლარიდან (შესაძლებელია თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ)

🖇️კურსის დეტალური პროგრამა/სილაბური იხილეთ ბმულზე:

https://shorturl.at/SXxwj

🖋️კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/8HmGaExEF9c5DSUw6

✨აირჩიე ცოდნა, რომელიც გაძლევს თავდაჯერებულობას საგადასახადო პრაქტიკაში!

Want your business to be the top-listed Accountant in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის 69
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:15 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00