ექსპორტის პროცედურაში მოქცეულ საქონელის მიმართ რისი განხორციელებაა ნებადართული?
დეკლარანტის სურვილისამებრ, საქართველოდან გასატან საქონელზე ხორციელდება სხვადასხა საბაჟო კონტროლის დაწესება, რომელიც შეიძლება იყოს, გაფორმება საბაჟო პუქტში ან საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენისას.
ამასთან, დეკლარანტი ვალდებულია დეკლარაციის წარდგენამდე განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები ასახოს დეკლარაციაში, ხოლო მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე ასახოს შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით.
ნებადართულია, რომ დეკლარანტის სურვილით განხორციელდეს ეკონომიკურ ზონაში საქონლის წარდგენა. გაფორმების ეკონომიკური ზონა, კი ახდენს იმ საქონლის იდენტიფიკაციას, რომელიც მის ტერიტორიაზეა წარდგენილი.
როგორ და რა ვადაში სრულდება ექსპორტის საბაჟო პროცედურა?
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რა ვადებში უნდა ხდებოდეს ექსპორტთან დაკავშირებული პროცესები, რომლებსაც დეტალურად გაგაცნობთ.
საქონელზე, რომელზეც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს 120 დღის ვადაში.
დარღვევის შემთხვევაში, დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს 5 დღის ვადაში წარუდგინოს შუამდგომლობა ბათილად ცნობის შესახებ და დადგენილი ვადა გაახანგძლივოს 10 დღით.
ექსპორტში დეკლარირებული საქონლის მიტანის ვადები:
საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში დეკლარირებული საქონლის პუნქტში მიტანის ვადაა - 10 კალენდარული დღე.დროებით შენახვის ადგილზე მიტანის ვადაა - 45 კალენდარული დღე.
ექსპორტის პროცედურა დასრულდება მაშინ, როდესაც საქონელი გატანილი იქნება ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან ზუსტად იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის იყო თავიდა, რეგისტრაციის დღეს. (თუმცა, გარდა იმ ცვლილებისა, რომელიც ტრანსპორტირებისას ან გადაადგილებისას არის გამოწვეული, რაც ბუნებრივი სიტუაციაა).
Ese Capital · ესე კაპიტალი
საბაჟო, საბროკერო, მომსახურება.
ტელ: +995 558 334 141
რა ვალდებულებები წარმოიშობა საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევისას ?
საბაჟო პროცედურების სხვადასხვა სახის ვალდებულებები წარმოიშობა, რომლებსაც თავისი წესები აქვს და ამ წესების დაცვა აუცილებელია, რათა წარმატებით ჩაიაროს საბაჟო პროცედურებმა და თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა სახის დარღვევები.
საქონლის ექსპორტის პროცედურაში წარმოიქმნება შემდეგი ვალდებულებები:
1.საქონლის წარდგენა საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
2.საქონლის ზოგადი დეკლარირება.
3.საბაჟო ზედამხედველობა.
საბაჟო ორგანო ვალდეუბული და უფლებამოსილია კონტროლი დააწესოს ნებისმიერი ფორმით, ეს მოიცავს, დოკუმენტების და მონაცემების ნებისმიერი სახით შემოწმებას, გამოკითხვას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც წერილიბით, ისე ზეპირი ან აუდიო ჩანაწერი, ტერიტორიების, საქონლის ან სატრასპორტო საშუალების დათვალიერება, ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯის აღება, ფიზიკური პირის დათვალიერება და საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ფარგლებში.
ექსპორტის პროცედურა საშუალებას იძლევა საქართველოში წარმოებული და დამზადებული საქონელი გატანილი იქნას საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ასევე, გატანილი იქნას თავისუფალ ზონაში.
ექსპორტის პროცედურაში ექცევა ყველა საქონელი, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, თუმცა არსებობს გამონაკლისები, ესენია: გარე გადამუშავებაში მოქცეული საქონელი, ასევე, საქონელი რომელიც მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაშია და საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რესიების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საქონლი.
აუცილებელი პირობაა, რომ ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონელი ტერიტორიიდან გატანისას იყოს ისეთივე მდგომარეობაში, როგორიც საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს( თუ, რა თქმა უნდა, საქონელის ცვლილება ბუნებრივი ცვეთით არ არის გამოწვეული).
09/09/2024
საბაჟო პროცედურების განხილვისას, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც ექსპორტი ქვია.
ექსპორტის პროცედურა, სიტყვა-სიტყვით რომ განვმატოთ, ნიშნავს, ერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა და გაყიდვას.
სტატიაში ვრცლად იხილავთ ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხს, რომელიც ექსპორტის საკითხს უკავშირდება და გაიგებთ, თუ კონკრეტულად რა ფუნქცია აქვს საბაჟო ბროკერს ამ პროცესში.
რა სახის საბაჟო ოპერაციებს ახორცილებს ბროკერი?
1. საქონლის დეტალურ დეკლარაციას;
ადგენს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
2. განსაზღვრავს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდს;
3. ითვლის ყველა საბაჟო გადასახადის ღირებულებას;
4. ამოწმებს საჭირო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობას და მათ სწორად შევსებას წარმატებული განბაჟებისთვის;
5. აწვდის საბაჟო ორგანოს ნებისმიერი პროდუქტის დეკლარაციას, საჭირო დოკუმენტებსა და ინფორმაციას;
6. მუდმივად ურთიერთობს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
რა როლი აკისრია საბაჟო ბროკერს?
1.ექსპორტისა და იმპორტის დოკუმენტების შექმნა და დამუშავება საბაჟო წესების, კანონების ან რეგულაციების შესაბამისად.
2.საქონლის განბაჟება და დანიშნულების ადგილზე მიტანა,
3.დარწმუნება იმაში, რომ აქვს იმპორტის საჭირო დოკუმენტები, როგორიცაა საბაჟო ანგარიშ-ფაქტურები ან წარმოშობის სერთიფიკატები და ტვირთის კონტროლის დოკუმენტები.
4.საქონლის დახარისხება სატარიფო კოდირების სისტემების მიხედვით.
5.კანონებისა და რეგულაციების ცვლილებების მუდმივი კონტროლი.
6.დამკვეთის სახელით დოკუმენტების ხელმოწერა მინდობილობის გამოყენებით.
7.აცნობოს მომხმარებელს ექსპორტისა და იმპორტის შეზღუდვებისა და ტარიფების, ასევე დაზღვევის, კვოტების და სხვა საბაჟო საკითხების საჭიროების შესახებ.
8.ექსპორტირებული ან იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირების, შენახვის ან დისტრიბუციის ორგანიზება.
9.შეხვდეს სხვადასხვა დეპარტამენტის ოფიციალურ პირებს საქონლის განბაჟებისა და კარანტინის გასაადვილებლად.
06/09/2024
საბაჟო ბროკერი - შეიძლება იყოს იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი სახელმწიფო საბაჟო ორგანოებსა და მეწარმეებს შორის, საქონლის განბაჟებისას წარმოადგენს მომსახურების დამკვეთის ინტერესებს. ამ პირს შეუძლია შეასრულოს ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, იქნება ეს ექსპორტი/იმპორტის განბაჟება,ტრანზიტი,დროებითი შემოტანა,საბაჟო საწყობი,გარე გადამუშავება,შიდა გადამუშავება და რეექსპორტი.
28/08/2024
მოგესალმებით
დღეს მოკლედ ვისაუბრებ თუ რა სახის საბაჟო პროცედურები არსებობს საქართველოში.
საქართველო ში არსებობს შემდეგი სახის საბაჟო პროცედურები, ესენია:
1.ტრანზიტი
2.საბაჟო საწყობი
3.თავისუფალი ზონა
4.დროებით შემოტანა
5.მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება
6.შიდა გადამუშავება
7.გარე გადამუშავება
8.ექსპორტი
9.რეექსპორტი
საქონლის ტრანზიტის პროცედურა
რა არის ტრანზიტი? - ეს პროცედურა საშუალებას გვაძლევს საქონელი საქართველოს ტერიტორის გავლით გადაადგილდეს სხვა ქვეყანაში. რაც ყველაზე მთავარია, ტრანზიტი არ იწვევს - იმპორტის გადასახადის ვალდებულების წარმოშობას და დამცავი ღონისძიებების გამოყენებას.
ის საქონელი, რომელიც გადაიზიდება ტრანზიტის შედედაგ, აუცილებელია რომ იყოს უცვლელ მდგომარეობაში, თუ, რა თქმა უნდა, აღნიშნული ცვლილება სხვადასხვა ბუნებრივი პირობებით არ არის გამოწვეული (მაგალითად, ცვეთა)
საბაჟო საწყობი
საბაჟო საწყობი საშუალებას იძლევა უცხოური საქონელი დასაწყობდდეს საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს საწყობში. დასაწყობება მნიშვნელოვანი პროცესია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ წარმოშობს იმპორტის გადასახადს და დამცავი ღონისძიებების გამოყენებას.
აღსანიშნავია, რომ საბაჟო საწყობში ისეთი საქონელი, რომელიც დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად დაზიანდა, იგივე წესით ექცევა საბაჟო პროცედურაში, როგორც ჩვეულებრივად არსებული საქონელი. აქვე გეტყვით, რომ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელის შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა, დეკლარანტს შეუძლია გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, მაგრამ აუცილებელია, რომ არ აღემატებოს 2 წელს.
თავისუფალი ზონა
თავისუფალი ზონა არის საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილი სპეციალური ადგილი, რომლის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს მთავრობა დაინტერესებული პირის განცხადების ან გარანტიის წარდგენის შემთხვევაში.
თავისუფალი ზონა უნდა იყოს შესაბამისი ზღუდით შემოსაზღვრული და აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული შესასვლელი და გასასვლელი ადგილები. ასევე, თუ ხდება შენობა-ნაგებობის ან რაიმე სახის კონსტრუქციის მშენებლობა, ეს აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული საბაჟო ორგანოსთან.
ის, თუ რა სახის საქონელის შენახვა შეგვიძლია თავისუფალ ზონაში, საბაჟო კონტროლის წესები, თავისუფალი ფუნქციონირება, ყველაფერი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დროებით შემოტანა
დროებითი შემოტანის განმარტება, თავად ამ სიტყვაში შეგვიძლია ვეძებოთ, თუმცა, მარტივად რომ გითხრათ, დროებითი შემოტანა გულისხმობს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას იმ პირობით, რომ ის უკან იქნება გატანილი. ამ დროს, საქონლის შემომტანი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან სრულიად ან ნაწილობრივ (თუმცა არ თავისუფლდება საბაჟო მოსაკრებელის გადასახადისგან).
დროებითი შემოტანის ძირითადი მიზანია, რომ ხელი შეეწყოს საქართველოს ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან როგორც ეკონომიკურად, ისე სხვა მიმართულებით.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დროებითი შენახვის პროცედურაში არ მოექცევა ის საქონელი, რომლის შემოტანაც საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება
მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონელი, თავისი გამოყენების წესის გათვალისწინებით, შესაძლოა იქნას გაშვებული თავისუფალ მიმოქცევაში და რაც ყველაზე მთავარია, იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით.
მიზნობრივი დანიშნულების პროცედურაში ხვდება - ფარმაცევტული საქონელი, სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონელი.
მიზნობრივ დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის საბაჟო დეკლარაციით, ავოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით და ფორმა 4-ით.
შიდა გადამუშავება
შიდა გადამუშავების ოპერაცია გვაძლევს საშუალებას, საქონლის მიმართ გამოყენებული იქნას ერთი ან მეტი ოპერაცია, როგორიცაა, მაგალითად, დამუშავება, აწყობა, სხვა საქონელზე მორგება, წარმოება, შეკეთება და განადგურება.
შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენება არ იწევს, იმპორტის გადასახადის ვალდებულების წარმოშობას და დამცავი ღონისძიებების გამოყენებას.
აქვე გეტყვით, რომ როდესაც საქონელი ექცევა შიდა გადამუშავების პროცედურაში, ის კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს და იძენს უცხოური საქონლის სტატუსს. ასევე, ამ პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია პროდუქტი არ იყოს ეკონომიკურად მომგებიანი.
შიდა გადამუშავების დასრულების ვადა, არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, თუმცა, შესაძლოა იქნას გახანგძლივებული.
გარე გადამუშავება
ისევე როგორც შიდა გადამუშავების დროს, გარე გადამუშავების შემთხვევაშიც ხდება საქონლის დამუშავება რამოდენიმე ოპერაციით, თუმცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
შესაძლებელია, რომ რომ გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ნაწილობრივ ან სრულიად გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან.
ექსპორტი
ექსპორტის პროცედურა საშუალებას იძლევა საქონელიი გატანილი იქნას საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (მათ შორის, დროებითი დაბრუნების პირობით), რა დროსაც ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები ხორციელდება.
ყველა საქონელი, რომელიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, ექცევა ექსპორტის პროცედურაში, თუმცა, არსებობს გამონაკლისები, ესენია:
გარე გადამუშავებაში მოქცეული საქონელი
საქონელი, რომელიც გატანამდე მოქცეული იყო მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში.
რეექსპორტი
რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში, ესენია: როდესაც საქონელი საქონლის შემოტანის დროს პირი გამშვებ პუნქტშივე ახორციელებს საქონლის დეკლარირებას რეექსპორტში, ან აცხადებს, რომ მას აქვს რეექსპორტის გამოყენების განზრახვა და ამ მიზნით დროებითი შესანხვის ადგილზე ათავსებს საქონელს.
თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გასულ საქონელს აქვს რაიმე დეფექტი ან შეფუთვა და აღწერილობა არ ემთხვევა გარიგების პირობებს და ამ მიზეზით ის თავდაპირველ მომწოდებელს უბრუნდება, ასეთი საქონელი დაექვემდებარება რეექსპორტს (რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით დეკლარირებული საქონლს გაფორმების მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს).
შემოგთავაზეთ საბაჟო პროცედურების არც თუ ისე, თუმცა მაინც შემოკლებული აღწერილობა, თუმცა, მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მოგმართოთ აღნიშნულ ნომერზე, სადაც უფრო დაწვრილებით გაეცნობით იმ დეტალებს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით.
მოგესალმებით
როგორც წინა პოსტში ავღნიშნე ეტაპობრივად გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას საბაჟო სფეროზე.
საბაჟო პროცედურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს იმპორტის/ექსპორტის განბაჟება წარმოადგენს, რის განხორციელებაშიც მე დაგეხმარებით, რათა დაზოგოთ დრო და ენერგია, ამასთანავე თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები რომელიც არასწორად განხორციელებულ პროცედურას მოსდევს. ზოგადად, რა არის განბაჟება და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მისი ცოდნა?ბუნებრივია, ეს კითხვა ყვეელას გაგვიჩნდება თუ საბაჟო პროცედურებით ხართ დაკავებული, პასუხები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
რა არის განბაჟება?
ქვეყანაში შემოსული ან გასული ნებისმიერი საქონელის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება.
რამდენი დრო სჭირდება საბაჟო პროცედურების გავლას?
პროცედურების გავლას რამდენიმე წუთი ან შეიძლება დასჭირდეს, დამოკიდებულია საქონლის რაოდენობაზე, სპეციფიკაზე, დოკუმენტების სირთულეზე და სხვა მრავალ ფაქტორზე. მაგრამ თუ დოკუმენტებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემაა ან საქონლის შემოწმებაა საჭირო შესაძლებელია კიდე უფრო მეტი დრო დაჭირდეს პროცედურების გავლას.მსგავს სიტუაციებში საქენელი ინახება საბაჟოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საჭირო დოკუმენტაციის წარდგენამდე და საბაჟო მეხელეების შემოწმების დასრულებამდე.
როგორ განისაზღვრება იმპორტის საფასური?
შემდეგი ფაქტორები განსაზღვრავს საბაჟო გადასახადს:
იმპორტის საფასური არის გადასახადი, რომელსაც სახელმწიფო აწესებს იმპორტირებულ პროდუქტზე, იგი ფასდება სასაქონლო კოდით. სასაქონლო კოდები შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
დღგ - ეს ჩვეულებრივ ემატება პროდუქციის საბაჟო ღირებულებას (პროდუქციის ღირებულება + ტრანსპორტირების ხარჯები) და დარიცხული იმპორტის ღირებულებას. ყველა ქვეყანას აქვს დღგ-ს განსხვავებული განაკვეთი, საქართველოს - 18%.
რა დოკუმენტებია საჭირო განბაჟებისთვის?
სხვადასხვა ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში სხვადასხვა დოკუმენტებია საჭირო, ამ შემთხვევაში ვისაუბრებ სახმელოთო ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაზე
სახმელეთო ტრანსპორტით საქონლის იმოპრტირებისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები
1.ინვოისი(invoice)
2.შეფუთვის ფურცელი(packing list)
3.წარმოშობის სერთიფიკატი(certificate origin
4. სატრანსპორტო ზედნადები(CMR)
5. ექსპორტის დეკლარაცია(export declaration)
ასევე გადამზიდმა კომპანია უნდა მიცეს ტრასპორტირების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა განბაჟების დროს სატარიფო ღირებულების დათვლის დროს გათვალისწინებული იქნე აღნისნული ხარჯი.
შეჯამების სახით მინდა გითხრათ
თითოეული საქონელი რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში ეშვება, გადის განბაჟების პროცედურას და შესაბამისად, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა პროცესია ეს და უმჯობესია, თუ პროფესიონალს ანდობთ აღნიშნულ საქმეს.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მომართოთ, საწყის ეტაპზე კონსულტაცია ეღირება ჩემი გვერდის 10 ადამიანზე გაზიარება:)))) ან მეტი საქმის სირთულიდან გამომდინარე:))) ისე თქვენი სურვილითაც შეგიძლიათ გადაზიაროთ ჩემი გვერდი და ხელი შემიწოთ რათა გავზარდო ცნობადობა.
წარმატებულ, ხალისიან და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ მეგობრებო
წარმატებულ, ხალისიან და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ!!!!
ჩვენ პერიოდულად ვიზრუნებთ მოგაწოდოთ ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით,კერძოდ:
1.რა არის განბაჟება-მისი არსი და განმარტება
2.რამდენი დრო სჭირდება საბაჟო გავლას?
3.როგორ განსაზღვრება იმპორტის საფასური?
4.რა დოკუმენტებია საჭირო განბაჟებისათვის?
5.საქონლის განბაჟების ვადები და ღირებულება.
ასე რომ ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს, გაუზიარეთ მეგობრებს რათა დაზოგოთ დრო და ენერგია....
დახმარებისათვის ან კონსულტაციისათვის მოგვმართეთ მითითებულ ნომერზე
ფიქრობ კომპანიის შექმნას?გინდა საბაჟო პროცედურებში დახმარება?ენდე პროფესიონალს.
10 წლიანი სამუშაო გამოცდლილება ამ მიმართულებით,მე გაგიადვილებთ ბიზნესის დაწყებას.ჩვენ ასევე ვეხმარებით მოქმედ ბიზნესს პროცედურების გამარტივებაში.
პატივისცემით,
დირექტორი
როლანდ ესერიძე
შ.პ.ს ,,ესე კაპიტალი"(ს/ნ 445755638)
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
6010